15 ნოემბერი 2024,   20:49
ვრცლად
ევროკომისიამ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო, პირველად გაჩნდა ჩანაწერი, საქართველოს პერსპექტივა მიენიჭოს, რათა ევროკავშირის წევრი გახდეს - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ - მინისტრის თქმით, ევროკომისიამ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო და პირველად გაჩნდა ჩანაწერი, რომ საქართველოს პერსპექტივა მიენიჭოს, რათა ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდეს.

ეს განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა. 

"17 ივნისს, ევროკომისიამ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო - პირველად გაჩნდა ისტორიული ჩანაწერი, რომ ევროკავშირი და ევროკომისია ევროპულ საბჭოს აძლევს რეკომენდაციას, რომ საქართველოს პერსპექტივა მიენიჭოს, რათა ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდეს. როგორ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ქალბატონმა ურსულამ განაცხადა, ევროპამ საქართველოს კარი გაუღო. ეს ნამდვილად ისტორიული გადაწყვეტილებაა. თითოეულ ქართველს ვულოცავ ამ ისტორიული გადაწყვეტილების მიღებას. მეორე, რაც ასევე ევროკომისიამ თავის რეკომენდაციაში ჩაწერა და მიმართა საბჭოს, არის შემდეგი, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, როგორც კი პრიორიტეტები და პირობები შესრულდება.

ახლა, როგორც კი დაამტკიცებს საბჭო აღნიშნულ რეკომენდაციებს, ჩვენ ბრიუსელთან, რა თქმა უნდა, მაშინვე დავიწყებთ მუშაობას. ამ რეკომენდაციების უდიდესი ნაწილი ისედაც იყო ჩვენს დღის წესრიგში ჩადებული. არის სხვა საკითხები, რომელსაც ჩვენ გავარკვევთ ბრიუსელთან, ვიმუშავებთ და მივიღებთ კანდიდატის სტატუსს," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები