საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სოციალურ ქსელში ყველა მის თანამებრძოლს მოუწოდებს, მხოლოდ დღევანდელი აქციით არ შემოიფარგლონ.
"მოვუწოდებ ყველა ჩემს თანამებრძოლს და "ნაციონალური მოძრაობის" მომხრეს, ისევე როგორც ყველა პატრიოტს, არ შემოიფარგლოს დღევანდელი აქციით. ყველა, ვინც მოგვიწოდებს დაველოდოთ რაიმე წყალობას, ვინმეს იძულებას, პრაქტიკულად გვთხოვს მორიგ ჯერზე მოვიტყუოთ თავი.
ჩვენი ევროპული მომავლის ბედი ჩვენს ხელშია. ევროპამ მოგვცა დრო წლის ბოლომდე. იმისთვის, რომ მოხდეს დეოლიგარქიზაცია, ოლიგარქს მთავრობის სახით, მთავარი ინსტრუმენტი უნდა გამოეცალოს. უნდა შეიქმნას ტექნიკური მთავრობა, რომელიც ქართველი ერის ნების გამომხატველ არჩევნებს ევროკავშირის კონტროლის ქვეშ ჩაატარებს,"- აღნიშნულია განცხადებაში.