რუსთაველზე აქციის მონაწილეებმა მოძრაობა "შინ ევროპისკენ" დაფუძნების შესახებ განაცხადეს. მთავარი კონცეფცია აქციის ორგანიზატორებმა უკვე გაამხილეს, ორგანიზაციისთვის ყველასთვის იქნება ადგილი : საზოგადოებრივი ჯგუფებისთვის, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებისთვის, ჟურნალისტებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის, პოლიტიკოსებისთვის და ა.შ.
გადაწყვეტილებებს კონსენსუსის საფუძველზე მიიღებენ და ყველა წევრს 1 ხმა ექნება.
რუსთაველის გამზირიდან აქციის მონაწილეები ევროპის მოედნისკენ დაიძრნენ. მსვლელობას წინ მიუძღვის წარწერა ბანერით "შინ ევროპისკენ".