15 ნოემბერი 2024,   20:49
ვრცლად
ხვალ პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილს ელოდებიან- რა კითხვები აქვთ დეპუტატებს პრემიერთან 

რა ნაბიჯები გადადგა საქართველოს მთავრობამ კონსტიტუციის დასაცავად და ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის? - ეს იქნება ის მთავარი კითხვა, რომელსაც ოპოზიცია ხვალ პრემიერს დაუსვამს.

ამავე საკითხზე აპირებს ყურადღების გამახვილებას უმრავლესობაც. რეგლამენტის შესაბამისად, პრემიერ - მინისტრმა სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ ყოველწლიური მოხსენება პარლამენტს 1-ელ ივნისს, წერილობით წარუდგინა.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის თქმით, კითხვები შეეხება ევროინტეგრაციას, რა ნაბიჯები გადაიდგა და რატომ არ იყო პრემიერი ვიზიტი ევროპაში ან უკრაინაში.  

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი კი აცხადებს, რომ ყველა სფეროს ეხება პრემიერი ანგარიში, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა იმ საკითხებს, რაც კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან არის დაკავშირებული

დღის ამბები