15 ნოემბერი 2024,   20:40
ვრცლად
პრემიერი დღეს პარლამენტში მიდის - ოპოზიციას, ძირითადად, კითხვები ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით ექნება

დღეს პარლამენტში პრემიერ მინისტრს ელოდებიან. ირაკლი ღარიბაშვილი საკანონმდებლო ორგანოს წლიურ ანგარიშს წარუდგენს. ოპოზიციას ძირითადი კითხვები ქვეყნის ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით ექნება. მმართველი გუნდის ოპონენტებისთვის კითხვის ნიშნებს აჩენს პრემიერის საკანონმდებლო ორგანოში მისვლის თარიღის ცვლილებაც.

თავდაპირველად ცნობილი იყო, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში 24 ივნისს მივიდოდა. ცვლილებას ოპოზიციაში ევროკავშირის საბოლოო დასკვნის თარიღს უკავშირებენ.

"24-ში უნდა მოსულიყო, წინმსწრებად მოვიდა, იმის გამო, რომ იცის, 24-ში საქართველოს არ მისცემენ კანდიდატის სტატუსს და უნდა, რომ დარტყმები აირიდოს თავიდან," - აცხადებს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” წევრი რომან გოცირიძე. 

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი კი მიიჩნევს, რომ პრემიერის მისვლა პარლამენტში პირდაპირ უნდა უკავშირდებოდეს ევროკომისიის რეკომენდაციების განმარტებას, ღარიბაშვილმა უნდა ახსნას, რაშია მთავრობის როლი იმ შეფასებაში, რომელიც ქვეყანამ მიიღო. 

დღის ამბები