15 ნოემბერი 2024,   19:59
ვრცლად
ხმაური პარლამენტში - დეპუტატებმა ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლას ხელი შეუშალეს

ხმაური პარლამენტში - პრემიერს დეპუტატებმა სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს. მაშინ, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილმა ევროინტეგრაციის გზაზე წინ გადადგმული ნაბიჯების შესახებ დაიწყო საუბარი, გამოსვლას ანა წითლიძისა და ხატია დეკანოიძის მხრიდან რეპლიკები მოჰყვა. 

შალვა პაპუაშვილმა მანდატურის სამსახურს სთხოვა, ანა წითლიძე დარბაზიდან გაეყვანა, თუმცა მოგვიანებით, ხმაურიანი დაპირისპირების შემდეგ, პაპუაშვილმა მისცა წითლიძეს დარბაზში დარჩენის საშუალება, თუმცა წესების დაცვისკენ მიუთითა. 

ამ წუთებში პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა გრძელდება. 

დღის ამბები