15 ნოემბერი 2024,   19:24
ვრცლად
სალომე სამადაშვილი პირადად დადიოდა ბრიუსელში და სთხოვდა, რომ არ მისცეთ კანდიდატის სტატუსი, იცნობდეთ ქვეყნის მოღალატეს - ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერის ანგარიშის წარდგენა პარლამენტში ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ოპოზიცია მმართველ გუნდს ევროინტეგრაციის დამაზიანებელ ქმედებებში ადანაშაულებს, საპირისპირო ბრალდება გაისმა პრემიერ-მინისტრისგანაც. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი დადიოდა ევროპაში და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგ მუშაობდა. ირაკლი ღარიბაშვილმა სალომე სამადაშვილს ტრიბუნიდან მოღალატე უწოდა:

"ქალბატონი სალომე სამადაშვილი პირადად დადიოდა ბრიუსელში და სთხოვდა, რომ არ მისცეთ კანდიდატის სტატუსი. იცნობდეთ ქვეყნის მოღალატეს," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები