ოპოზიციის აქტივისტი ირაკლი ფავლენიშვილი ბრიუსელში მარკეტა გრეგოროვას და რაფაელ გლუქსმანს შეხვდა - ინფორმაციას ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს:
"ამ წუთებში ანტიკორუფციული მოძრაობის გამგეობის წევრი ირაკლი ფავლენიშვილი ბრიუსელში , ევროპარლამენტარებს ხვდება - მარკეტა გრეგოროვა, რაფაელ გლუქსმანი.
დეტალური ინფორმაცია აქვთ ღარიბაშვილის ტყუილების კასკადზე პარლამენტში - მათ შორის აბსურდზეც, რომ ევროპას ომი უნდა,"- წერს ხაბეიშვილი.
ცნობისთვის: რამდენიმე წუთის წინ, ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვას საქართველოს პრემიერ მინისტრის პარლამენტში გამოსვლას გამოეხმაურა და ირაკლი ღარიბაშვილი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.