15 ნოემბერი 2024,   15:53
ვრცლად
ღარიბაშვილი აცხადებს, რომ  ევროპელმა კოლეგებმა მას ოპოზიციის ნათქვამი გადასცეს, საქართველოს რომ მისცეთ ახლა სტატუსი, ჩვენ საქმე აღარ გვექნებაო

 

"თქვენ რომ ჩასულიყავით ყველა ევროპულ დედაქალაქში, შეხვედრა გქონოდათ ევროპელ ლიდერებთან, კიევში ჩასულიყავით მათ შორის და არახამია თუ ასე ცუდად იქცევა, იქვე დალაპარაკებოდით პირისპირ. ბოლოსდაბოლოს თუ მართალი ხართ ხომ დაარწმუნებთ თქვენს სიმართლეში,- ამ კითხვით ალექსანდრე რაქვიაშვილმა საქართველოს პრემიერ - მინისტრს მიმართა. 

"თქვენ რომ ეს გაგეკეთებინათ, საგარეო საქმეთა მინისტრს რომ ეს გაეკეთებინა და ზოგადად უფრო აქტიურები ყოფილიყავით, თუნდაც იმ 308 ევროპარლამენტართან რომ გქონოდათ შეხვედრა, ეს დაეხმარეობოდა ევროინტეგრაციას თუ ამას აზრი არ ჰქონდა," - განაცხადა რაქვიაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა კი პასუხის რეჟიმის დროს განაცხადა, რომ  ევროპელმა კოლეგებმა საქართველოს ოპოზიციის ნათქვამი გადასცეს, რომელიც მისი თქმით ასე ითარგმენოდა - საქართველოს რომ მისცეთ ახლა სტატუსი, ჩვენ საქმე აღარ გვექნებაო.

"რა უნდა გვემუშავა, ეს იგივეა სააკაშვილს ემუშაო ნუ მტრობ ქვეყანას და ნუ ქმნი საბოტაჟს, რა აზრი აქვს მითხარით უბრალოდ. პირდაპირ მითარგმნეს ევროპელმა კოლეგებმა ამათი ნათქვამი ჩვენზე - საქართველოს რომ მისცეთ ახლა სტატუსი, ჩვენ საქმე აღარ გვექნებაო. პოლარიზაციის საშუალება ერთმეოდათ ბოლომდე, ახლა პირიქით მიეცათ პოლარიზაციის საშუალება, მაინც არაფერი არ გამოგივათ. ხალხი ბრძენია და კარგად იცის თქვენი ხელწერა. ილუზიებში ხართ. პოლარიზებას რა უნდა ვუშველოთ, მართლაც მაინტერესებს. მოვედი დავიწყე საუბარი, რომ ისტორიული ჩანაწერი გაჩნდა და დამიწყეს ლანძღვა-გინება,"- განაცხადა პრემიერმა. 

დღის ამბები