15 ნოემბერი 2024,   15:53
ვრცლად
სამხედრო ქალაქი, ჯარის ქალაქი უკვე აშენებულია, იგივე პროგრამა დავიწყეთ მე და ვახტანგ გომელაურმა, ჩვენს გმირ პოლიციელებს ასევე ავუშენებთ ათას ბინიან პოლიციის ქალაქს - ირაკლი ღარიბაშვილი 

სამხედრო ქალაქი - ჯარის ქალაქი, უკვე აშენებულია, სექტემბერში, თუ არა ოქტომბერში, წლის ბოლომდე გავხსნით ამ ქალაქს, ჩვენი გმირი ჯარისკაცებისთვის ავაშენეთ ათას საცხოვრებელ ბინიანი ქალაქი და ათას სამხედროს დაურიგდება აღნიშნული ბინები, იგივე პროგრამა დავიწყეთ მე და ბატონმა ვახტანგ გომელაურმა, ჩვენს გმირ პოლიციელებს ასევე ავუშენებთ ათას ბინიან პოლიციის ქალაქს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დეპუტატების კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, ეს უნდა იყოს განგრძობითი და მუდმივად უნდა ჰქონდეს ჩვენს სამხედროს, პოლიციელს მოტივაცია, რომ მათი გმირული საქმიანობა არის დაფასებული და ასეც იქნება.

"სამხედრო ქალაქი - ჯარის ქალაქი, უკვე აშენებულია, ჩვენ სექტემბერში თუ არა ოქტომბერში - წლის ბოლომდე გავხსნით ამ ქალაქს,ჩვენი გმირი ჯარისკაცებისთვის ავაშენეთ ათას საცხოვრებელ ბინიანი ქალაქი და ათას სამხედროს დაურიგდება აღნიშნული ბინები. იგივე პროგრამა დავიწყეთ მე და ბატონმა ვახტანგ გომელაურმა, ჩვენს გმირ პოლიციელებს ასევე ავუშენებთ ათას ბინიან პოლიციის ქალაქს, ახლა უკვე მიმდინარეობს რამდენიმე მშენებელ კომპანიასთან მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია და გვინდა, რომ სექტემბერში მაინც დავიწყოთ უკვე მშენებლობა, მანამდე პროექტირება და ა.შ. ამ პროცესს ძალიან მალე დავასრულებთ. საზოგადოებას  შევახსენებ, რომ  კვადრატული მეტრის ფართის ღირებულება არის 100 დოლარის ექვივალენტი, 100 დოლარის მხოლოდ, სამხედრო და პოლიციელი გადაიხდის მხოლოდ 100 დოლარს კვადრატულ მეტრში, დანარჩენს დაფარავს სრულად სახელმწიფო. ეს იქნება ჩვენი გამოხატულება  ჩვენი პატივისცემის და დაფასების ჩვენი გმირი პოლიციელების და ჩვენი გმირი სამხედროების მიმართ და რაც მთავარია ეს პროცესი გაგრძელდება. ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს. ეს არ არის ერთჯერადი, ეს ვალდებულება ჩვენ ავიღეთ, იქნება მეორე ფაზა, მესამე და ასე შემდეგ, ეს უნდა იყოს განგრძობითი და მუდმივად უნდა ჰქონდეს ჩვენს სამხედროს, პოლიციელს მოტივაცია, რომ მათი გმირული საქმიანობა არის დაფასებული და ასეც იქნება," – განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები