თბილისის მერმა და მმართველი პარტიის “ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ევროპულ საბჭოს ამ ისტორიული გადაწყვეტილებისთვის მადლობა მოუხადა.
"დიდი მადლობა ევროპულ საბჭოს ამ ისტორიული გადაწყვეტილებისთვის! მაშინ, როცა უფრო მეტი სამუშაოა გასაკეთებელი, საქართველო ახლა უფრო ახლოსაა თავის ევროპულ ოჯახში დაბრუნებასთან, ვიდრე ოდესმე.
ვულოცავ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ამ გარდამტეხ მომენტს,"- წერს კახა კალაძე "ტვიტერზე".