კონგრესის ჰელსინკის კომისიის განცხადებას, რომლითაც კანონმდებლებმა ევროპელ კოლეგებს მოუწოდეს, რომ საქართველოსთვისაც მიენიჭებინათ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, ამერიკაში საქართველოს ელჩი გამოეხმაურა.
დავით ზალკალიანი ჰელსინკის კომისიის წევრებს, სხვა კანონდებლებს ორივე პალატაში და ადამინისტრაციის მაღალჩინოსნებს შეხვდა. დიპლომატის თქმით, ამერიკული მხარის მკაფიო გზავნილებს, ნატოს მადრიდის სამიტზეც ელოდებიან.