15 ნოემბერი 2024,   19:18
ვრცლად
ჩვენ მზად ვართ, მტკიცედ ვიმუშაოთ მომდევნო თვეების განმავლობაში, რათა კანდიდატის სტატუსს მივაღწიოთ - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

"ისტორიული დღე, საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარებულია. ახლა, ჩვენ მზად ვართ, მტკიცედ ვიმუშაოთ მომდევნო თვეების განმავლობაში, რათა კანდიდატის სტატუსს მივაღწიოთ,"- დაწერა საქართველოს პრეზიდენტმა. 

ევროპულმა საბჭომ უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო საქართველოს შემთხვევაში ევროპული პერსპექტივის და მზადაა კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.

დღის ამბები