15 ნოემბერი 2024,   19:34
ვრცლად
ვაშინგტონში, ისევე როგორც თბილისში ნათელია, რომ შეერთებული შტატები მზადაა, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის აშკარა სურვილს და ხელი შეუწყოს რეფორმების განხორციელებას - კელი დეგნანი

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ვაშინგტონში იმყოფება, სადაც მაღალი რანგის ლიდერებთან შეხვედრებს მართავს.

"მოგესალმებით ვაშინგტონიდან. აქ მაღალი რანგის ლიდერებთან შეხვედრები მაქვს მისიის ხელმძღვანელთა ყოველწლიურ კონფერენციაზე, რომელიც მთელი მსოფლიოდან თავს უყრის აშშ - ის ელჩებს (მათ შორის ნაცნობ სახეებსაც შეამჩნევდით). ვაშინგტონში, ისევე, როგორც თბილისში ნათელია, რომ შეერთებული შტატები მზადაა, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის აშკარა სურვილს და ხელი შეუწყოს რეფორმების განხორციელებას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე," – აღნიშნულია კელი დეგნანის განცხადებაში, რომელიც "ფეისბუქში" საელჩოს გვერდზე ვრცელდება.

დღის ამბები