გერმანელი ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე საქართველოს მთავრობისადმი მიმართვას ავრცელებს. ევროპარლამენტარი იმედს გამოთქვამს, რომ 6 თვეში საქართველოს კანდიდატობასაც ვიზეიმებთ.
"იმედი მაქვს, 6 თვეში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასაც ვიზეიმებთ, ამისთვის საქართველოს მთავრობამ უნდა დაიწყოს მოქმედება. ევროკავშირის ინსტრუქციები კრისტალურად ნათელია. "ქართულო ოცნებავ", ბურთი თქვენს მოედანზეა", - ნათქვამია ტვიტში.