15 ნოემბერი 2024,   19:44
ვრცლად
საქართველო ახლა ნამდვილად ადგას ევროპულ გზას, არსებობს პირობები, ეს არის დიდი წინგადადგმული ნაბიჯი და ჩვენ არ უნდა დავაკნინოთ - ჯოზეფ ბორელი  

საქართველო ახლა ნამდვილად ადგას ევროპულ გზას. დიახ, არსებობს პირობები, ეს არის დიდი წინგადადგმული ნაბიჯი და ჩვენ არ უნდა დავაკნინოთ ეს. ეს ასევე არის აღიარების ნიშანი და მკაფიო მხარდაჭერა, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელი "ტვიტერზე" გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში აცხადებს.

მისი თქმით, ევროკავშირი მზად არის საქართველოსთან ერთად მუშაობისთვის და იმისთვის, რომ ქვეყანამ მნიშვნელოვანი შესაძლებლობა გამოიყენოს.

"საქართველო უდავოდ ადგას ევროკავშირის გზას. დიახ, არსებობს პირობები, ეს არის დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი და ჩვენ იგი არასათანადოდ არ უნდა შევაფასოთ, პირიქით, ეს ასევე არის ნიშანი აღიარებისა და მკაფიო მხარდაჭერისა. ამჟამად ევროპული გზა საქართველოსთვის სრულყოფილად არის განსაზღვრული. იცით რა, როგორ და როდის უნდა გაკეთეს. მზად ვართ ვიშრომოთ ერთად , საქართველოს საზოგადოების მხარდასაჭერად, რომ გამოიყენოს ეს უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობა , ევროპული მომავლის ასაშენებლად",- აცხადებს ჯოზეფ ბორელი. 

დღის ამბები