15 ნოემბერი 2024,   15:41
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო მანდატების დატოვებას გეგმავს?!" - რა ინფორმაცია ვრცელდება მედიაში

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო მანდატების დატოვებას აპირებს. "პრაიმტაიმის" ინფორმაციით, სააკაშვილის პარტია იმავეს გაკეთებაში არწმუნებს იმ ოპოზიციონერებსაც, რომლებიც ძირითადად "ნაცმოძრაობის" ქოლგის ქვეშ მოიაზრებიან.

გამოცემის ცნობით, მანდატების დატოვების ინიციატივის ყველაზე აქტიური ლობისტები არიან ელენე ხოშტარია, გიგა ბოკერია და ზურა ჯაფარიძე, რომლებიც ოპოზიციონერ კოლეგებს არწმუნებენ, რომ ხელისუფლების შეცვლის მიზნით პარლამენტი დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ, სხვა შემთხვევაში კი ოპოზიცია მარგინალიზაციის გზას დაადგება.

"მათი მხრიდან იყო არგუმენტები, რომ ექვს თვეში მართლა რომ მოხდეს კანდიდატის სტატუსის მიღება, გამოდის, რომ ოპოზიცია საერთოდ "დაიბრიდება" და ოცნების ანტურაჟი გახდება. ამიტომ სასწრაფოდ უნდა გავიდნენ პარლამენტიდან," - ყვება "პრაიმტაიმის" წყარო ოპოზიციის რიგებიდან.

"პრაიმტაიმი" ასევე წერს, რომ ამ ინიციატივას მიხეილ სააკაშვილი და "ნაცონალური მოძრაობის" უცხოელი ლობისტებიც ეთანხმებიან და ითხოვენ მათი პარტიის წარმომადგენლებისგან, დატოვონ პარლამენტი.
წყარო ყვება, რომ "მანდატების დატოვების მომხრეები არწმუნებენ პარლამენტის წევრებს "ნაციონალური მოძრაობიდან", რომ თითქოს ეს მითითება ამერიკელი მეგობრებისგან მოდის".

წყარო: "პრაიმტაიმი"

დღის ამბები