15 ნოემბერი 2024,   15:45
ვრცლად
"ტვ პირველის" ჟურნალისტსა და ოპერატორს, მათზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით ხვალ გამოკითხავენ

"ტვ პირველის" ჟურნალისტსა და ოპერატორს - ნანუკა ქაჯაიას და პაპუნა ხაჩიძეს თავს უცნობი პირები დაესხნენ და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. შემთხვევა დოლიძის ქუჩაზე მოხდა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით, "ტვ პირველის" ჟურნალისტსა და ოპერატორს ხვალ გამოკითხავენ.

"დაახლოებით 2-ის ნახევარზე დოლიძის ქუჩაზე მივედი ჩემი რესპონდენტის ჩასაწერად, პროფესიულ საქმიანობას ვასრულებდი. როგორც კი მანქანიდან გადავედი 2 ადამიანი დაგვესხა თავს. იქ რომ არ ყოფილიყვნენ რიგითი ადამიანები, არ ვიცი როგორ დამთავრდებოდა ინციდენტი. ისინი ჩაგვიდგნენ შუაში და ცდილობდნენ, რომ გავეშველებინეთ,"- აცხადებს "ტვ პირველის" ჟურნალისტი ნანუკა ქაჯაია.

დღის ამბები