მოძრაობა "სირცხვილიას" მიერ ორგანიზებული აქცია "შინ ევროპისკენ" პარლამენტის წინ ამ წუთებში იწყება. აქციის მონაწილეები პარლამენტის წინ იკრიბებიან, გზაც უკვე გადაკეტილია.
რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორია უკვე სავსეა, ორგანიზატორების თქმით, გამოსვლები მალე დაიწყება.
აქციის ორგანიზატორებს ერთი პრობლემა შეექმნათ, სცენის ადგილზე განთავსებულები არიან აქტივისტები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის გაათავისუფლებას მოითხოვენ. აქციის ორგანიზატორებმა სააკაშვილის მხარდამჭერებს ტერიოტორიის დატოვება სთხოვეს.