"ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველოს კანდიდატის სტატუსის არ მიღებით არანაირი ფინანსური ბენეფიტები არ დაუკარგავს, ვინაიდან ეს ორი საკითხი ერთმანეთთან კავშირში არ არის.
"არაფერ შუაში არ არის კანდიდატის სტატუსი ფინანსებთან," - ასე უპასუხა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რა ფინანსური ბენეფიტი დაკარგა საქართველომ კანდიდატის სტატუსის არ მიღებასთან დაკავშირებით.
მისივე განმარტებით, ფინანსები კანდიდატის სტატუსთან პირდაპირ კავშირში არ არის.
"მთელი ბოლო დღეების განმავლობაში უამრავი ფეიკი გავრცელდა მატერიალურ ბენეფიტებზე ამ გადაწყვეტილების ჭრილში, რაც არის სრული ფეიკი იქიდან გამომდინარე, რომ ეს არ არის დამოკიდებული ფინანსებზე და ფინანსები არ არის დამოკიდებული ამ გადაწყვეტილებაზე. არაფერ შუაში არ არის კანდიდატის სტატუსი ფინანსებთან," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.