15 ნოემბერი 2024,   15:44
ვრცლად
რუსულ აგრესიასთან ბრძოლის 4 თვე - ომის 121-ე დღეს უკრაინულმა არმიამ ქვეყნის აღმოსავლეთში კიდევ ერთი ქალაქი დაკარგა

თითქმის 4 თვიანი წინააღმდეგობის შემდეგ უკრაინელი სამხედროები სევეროდონეცკის ტერიტორიას ტოვებენ. ოლქის სამხედრო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ქალაქში სულ უფრო მეტი რუსული ტექნიკა და ცოცხალი ძალა შედის. ქალაქს 24 საათის განმავლობაში საარტილერიო სისტემებით უტევენ.

ოკუპანტები შევიდნენ ლისიჩანსკის სამხრეთით მდებარე ჰირსკეს რაიონში. ტერიტორია სრულად არის ოკუპირებული. ინფორმაციას ადასტურებს უკრაინის გენშტაბი. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით კი, ტყვედ 2 000-მდე უკრაინელი ჯარისკაცი და 80 უცხოელი მებრძოლი აიყვანეს.

მძიმე ვითარებაა დნეპროპეტროვსკის ოლქშიც. ღამის განმავლობაში დაიბომბა რამდენიმე დასახლება. განადგურებულია 2 საერთო საცხოვრებელი, რომლის სარდაფსაც რამდენიმე ათეული მოქალაქე აფარებდა თავს. ბოლო მონაცემებით, იერიშს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

სიტუაცია ამ ეტაპზე მშვიდია ოდესის ოლქში. ყველა ძირითად პოზიციას უკრაინელი სამხედროები აკონტროლებენ. რამდენიმე მიმართულებთ მათ წინსვლა და მოწინააღმდეგის ტექნიკის განადგურებაც მოახერხეს. მაგრამ კვლავ მაღალია სარაკეტო იერიშის საფრთხე, ამიტომ მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

უკრაინელ სამხედროებს წინსვლა აქვთ იზიუმის მიმართულებითაც. სადაც კონტრშეტევის შედეგად მოწინააღმდეგის მძიმე ტექნიკა, საარტილერიო სისტემა და ცოცხალი ძალა გაანადგურეს. 30-მდე რუსი სამხედრო კი ტყვედ აიყვანეს.

დღის ამბები