15 ნოემბერი 2024,   15:50
ვრცლად
ღარიბაშვილი უნდა გადადგეს, რომ ტექნიკურ მთავრობაზე დაიწყოს მოლაპარაკებები - პაატა მანჯგალაძე

ოპოზიციის მიერ დათქმული ერთ კვირიანი ვადა იწურება. ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, "ქართულმა ოცნებამ" ხალხის დაკვეთა უნდა შეასრულოს და დეპოლარიზაციის მისაღწევად პირველი ნაბიჯი იქნება - ბიძინა ივანიშვილმა ძალაუფლება დათმოს.

"დეპოლარიზება მოხდება იმის პროპორციულად, რა პროპორციითაც ბიძინა ივანიშვილი დათმობს მიტაცებულ ძალაუფლებას. ჯერ ღარიბაშვილი უნდა გადადგეს, რომ ტექნიკურ მთავრობაზე დაიწყოს მოლაპარაკებები. ვუერთდებით და მოგვწონს ინიციატივა არამხოლოდ ეროვნულ თანხმობასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენთვის პრიორიტეტი თანამდებობისთვის ბრძოლა არ არის, მთავარია ამოცანა არის იმ 12 პუნქტის შესრულება, რომელიც უნდა შეასრულოს ამ დროებითი ეროვნული თანხმობის მთავრობამ," - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

24 ივნისს, პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე სამოქალაქო მოძრაობამ მმართველ გუნდს ერთ კვირიანი ვადა მისცა. ისინი ირაკლი ღარიბაშვილისა და მთავრობის გადადგომას ითხოვენ. მოთხოვნათა შორის არის ეროვნული თანხმობით ახალი მთავრობის ჩამოყალიბებაც.

დღის ამბები