15 ნოემბერი 2024,   15:49
ვრცლად
ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა, რომ უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია - ჯოზეფ ბორელი

საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა საკუთარ ბლოგში დაწერა, რომ ევროკავშირის გაფართოება კვლავ დღის წესრიგშია და ეს სამართლიანია.

"გასულ კვირას ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა, რომ უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია", – აღნიშნავს ბორელი. 

მისი თქმით, რუსეთის ომმა უკრაინაში გაამწვავა ევროპის წესრიგის და პრინციპების შესახებ დებატები და ბევრი ქვეყნისთვის იქცა სტრატეგიულ მომენტად, გააკეთონ განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებისკენ საკუთარი მისწრაფებების შესახებ და მიიღონ აღიარება თავიანთი ამბიციებისთვის.​

ბორელის განცხადებით, იგივე ეხება დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, რომლებმაც მათი გაწევრიანების პროცესის შეფასება დამსახურების მიხედვით მოითხოვეს.

ჯოზეფ ბორელი აღნიშნავს, რომ საქართველოსთან, მოლდოვასთან, უკრაინასთან და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ერთად გაფართოება ევროკავშირის სტრატეგიულ ინტერესებშია.

დღის ამბები