15 ნოემბერი 2024,   15:51
ვრცლად
"ქართული ოცნებიდან" 3 წევრის წასვლის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობაში 81 დეპუტატი დარჩა

მმართველი პარტიის რიგები 3 დეპუტატმა დატოვა, შედეგად საპარლამენტო უმრავლესობაში 81 დეპუტატი დარჩა. 

"ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარტიიდან სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილის და დიმიტრი ხუნდაძის წასვლა იმით ახსნა, რომ მათ საკუთარი პოზიციების გახმოვანებისთვის თავისუფალი საპარლამენტო მანდატი სჭირდებათ.

მეათე მოწვევის პარლამენტში სოზარ სუბარი თვითმმართველობის კომიტეტს ხელმძღვანელობდა, დიმიტრი ხუნდაძე ჯანდაცვის, ხოლო მიხეილ ყაველაშვილი სპორტის კომიტეტს. საპარლამენტო უმრავლესობიდან  მათი წასვლის შემდეგ „ქართულ ოცნებას“ კომიტეტების თავმჯდომარეების თანამდებობაზე აღნიშნული 3 დეპუტატის ჩანაცვლება მოუწევს.

დღის ამბები