გემის შესახებ, რომელიც ბათუმის პორტში, რამდენიმე დღის წინ სანქცირებული ტვირთით შევიდა, აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა კიდევ ერთხელ ისაუბრა.
მისი თქმით, საელჩო საკითხზე საქართველოს მთაოვრობასთან ერთად მუშაობს.
"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და ჩვენ, რა თქმა უნდა, ვსწავლობთ მას, ასეთ აქტივობებს დიდ ყურადღებას ვაქცევთ.
ვმუშაობთ მთავრობასთან, მის სხვადასხვა უწყებასთან, იქნება ეს საბაჟო თუ საშემოსავლო სამსახური. სანქციების არიდების ასეთი ნებისმიერი მცდელობის მონიტორინგი ძალიან მნიშვნელოვანია," - განაცხადა დეგნანმა.