15 ნოემბერი 2024,   21:53
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილმა NATO-ს მადრიდის სამიტში მიიღო მონაწილეობა

მადრიდის სამიტის ფარგლებში გამართულ ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს სპეციალურ სხდომაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დელეგაციასთან ერთად მიიღო მონაწილეობა.

განხილვის მთავარი თემები გლობალური უსაფრთხოების გამოწვევები და ევროატლანტიკურ სივრცეში შექმნილი უსაფრთხოების გარემო იყო.

სიტყვით გამოსვლის დროს ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გარემოს გაუარესებასა და არსებულ ვითარებაში საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე გაამახვილა. მისივე თქმით, რეფორმების განხორციელების კუთხით, ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი საქართველოს გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე პოზიტიურად აისახება.

ალიანსის წევრი ქვეყნების გარდა შეხვედრას ფინეთის, შვედეთის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, იაპონიის, სამხრეთ კორეის ლიდერები და ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირები ესწრებოდნენ.

"მივესალმები ჩვენს უახლოეს პარტნიორებს, ფინეთს, შვედეთს, საქართველოს და ევროკავშირს. კარგია რომ ყველა აქ ხართ და გხედავთ," - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

დღის ამბები