15 ნოემბერი 2024,   22:28
ვრცლად
დავაკვირდებით საქართველოს ძალისხმევას რეფორმების განხორციელების კუთხით, ამას სჭირდება თანამშრომლობა, როგორც ოპოზიციასთან, ისე მთავრობასთან - ჩეხეთის ელჩი

საქართველოში ჩეხეთის ელჩის პეტრ მიკისკის განცხადებით, ევროკავშირის საბჭოში ჩეხეთის საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში დიდი ენერგიით იქნება ჩართული საქართველოში განვითარებულ მოვლენებში.

ჩეხეთის ელჩის თქმით, ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება საქართველოს ძალისხმევას რეფორმების კუთხით.

"ჩვენ, ჩეხეთის რესპუბლიკა ჩვენი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში ძალიან დიდი ენერგიით ვიქნებით ჩართული საქართველოში განვითარებული მოვლენების მიმართ. ჩვენ ყველა დავაკვირდებით ყურადღებით საქართველოს ძალისხმევას რეფორმების განხორციელების კუთხით, ამას სჭირდება კონსენსუსი და თანამშრომლობა, როგორც ოპოზიციასთან, ისე მთავრობასთან. იმედია წლის ბოლოს ეს საკითხი გადაწყდება," - განაცხადა პეტერ მიკისკამ.

1 ივლისიდან ჩეხეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას საფრანგეთისგან გადაიბარებს. ჩეხეთი ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყანა უკვე მეორედ ხდება. სწორედ ამ საკითხზე გაიმართა სპეციალური ბრიფინგი ჩეხეთის საელჩოში, რომელსაც ჩეხეთის ელჩთან ერთად, საქართველოში საფრანგეთის ელჩიც დაესწრო.

დღის ამბები