09 მაისი 2024,   04:03
ვრცლად
თურქეთი ამერიკის ხმისა და DW-ის საიტებზე წვდომას ზღუდავს

გუშინ თურქეთის სასამართლომ Deutsche Welle-სა და ამერიკის ხმის თურქული გამოცემებს საიტებზე წვდომა შეუზღუდა.

ეს მას შემდეგ მოხდა რაც, გამოცემებმა მარეგულირებელ ორგანოსთან თანამშრომლობაზე უარი თქვეს.ორივე გამოცემის მტკიცებით, მარეგულირებელი ორგანოს მოთხოვნების დაკმაყოფილება ცენზურის ტოლფასია.

DW-ის აღმასრულებელი დირექტორი აღნიშნავს თუ რატომ ვერ შეასრულა გამოცემამ  ნებართვის მიღებისთვის აუცილებელი მოთხოვნები. მათივე თქმით, მარეგულირებელი ორგანოს უფლებაა წაშალოს ის გადაცემები, რასაც მიიჩნევს შეუსაბამოდ.

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ორივე გამოცემამ სოციალურ ქსელში გაავრცელეს ინფორმაცია, კერძო ქსელებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, როგორ უნდა აირიდოს თავი აკრძალვებს.

მარეგულირებელი ორგანოს მტკიცებით, საერთაშორისო გამოცემებიც პირდაპირ ტრანსლაციას, თურქულ ენაზე აწარმოებენ, ისინიც ვალდებულები არიან, მოიპოვონ ონლაინ მაუწყებლების ლიცენზია.

მანამდე, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრასიმ მოსალოდნელი აკრძალვის შესახებ აღნიშნა, რომ "თავისუფალი მედია ძლიერი დემოკრატიისთვის აუცილებელია" და უცხოური გამოცემებისთვის ლიცენზიის მოთხოვნა კი შემაშფოთებელი.

დღის ამბები