26 აპრილი 2024,   23:54
ვრცლად
დაკარგა თუ არა უკრაინამ კონტროლი ლისიჩანსკზე - რუსეთის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას კიევი არ ადასტურებს

უკრაინაში რუსული აგრესია არ წყდება. ომის 130-ე დღეს ოკუპანტები დონეცკის მიმართულებით პოზიციების შენარჩუნებას ცდილობენ. სისტემური სარაკეტო იერიშები ხორციელდება მიკოლაივის მიმართულებითაც.

რუსული მხარე ლუჰანსკის ოლქში უკრაინის კონტროლ ქვეშ მყოფი ბოლო ქალაქის, ლისიჩანსკის დაკავების შესახებ იუწყება, რასაც ოფიციალური კიევი არ ადასტურებს. მძიმე ბრძოლები გრძელდება ხერსონში, სადაც უკრაინული შენაერთები კონტრშეტევაზე გადავიდნენ.

"დონეცკის მიმართულებით, ოკუპანტები კონცენტრირებულნი არიან თავიანთი ძირითადი ძალისხმევით ქალაქების ლისიჩანსკისა და ვერხნოკამიანკას მიდამოებში პოზიციების დაცვაზე. ბელოგოროვკას მახლობლად შეტევითი მოქმედებები უშედეგოდ განახორციელა.

რუსი ოკუპანტები მიკოლაივის მიმართულებით სისტემატურ სარაკეტო იერიშებს ახორციელებენ. შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში შავი ზღვის ფლოტის გემების ჯგუფი აგრძელებს უკრაინის საზღვაო კომუნიკაციების დაბლოკვისა და დაზვერვას. შავი ზღვის წყლებში სარაკეტო იარაღის გამოსაყენებლად მზადყოფნაშია ორი საზღვაო საკრუიზო სარაკეტო ხომალდი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ავიაცია მუშაობდა საომარი მოქმედებების პრაქტიკულად ყველა მიმართულებით, მიკოლაივის, ზაპორიჟიას, ხარკივის, დონეცკის და ლუჰანსკის რეგიონებში. განადგურდა მტრის ტექნიკის ოცამდე ერთეული და საველე საბრძოლო მასალის ორი საცავი. ჩვენი ქვედანაყოფები აგრძელებენ სარაკეტო და საარტილერიო სროლების წარმატებით შესრულებას. მოწინააღმდეგის ჯამური დანაკარგები ზუსტდება,"-აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესსპიკერი ოლექსანდრ სტუპუნი.

დღის ამბები