25 აპრილი 2024,   10:03
ვრცლად
ხვალიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება - წელს 41 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა

ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება, აბიტურიენტები ხვალ საკუთარ კომპეტენციას ქართულ ენასა და ლიტერატურაში გამოცდიან. მთელი ქვეყნის მასშტაბით გახსნილი 22 საგამოცდო ცენტრი სტუდენტობის მსურველი მოსწავლეების მისაღებად სრულ მზადყოფნაშია, პირველი გამოცდისთვის კი დარეგისტრირებული 41 000-ზე მეტი აბიტურიენტი ემზადება.

"ქვეყნის მასშტაბით გახსნილ 22 საგამოცდო ცენტრში უკვე ადგილზე იმყოფება ყველა ჩვენი თანამშრომელი. გუშინ მოხდა ყველა ტექნიკური მოწყობილობის გამოცდა, ხვალ დილის 6 საათიდან უკვე გაიხსნება საგამოცდო ცენტრები და 8 საათიდან უკვე ველოდებით დილის სესიის აბიტურიენტებს, ხოლო 2 საათიდან კი შუადღის სესიის აბიტურიენტებს.

წელს გამოსაცდელთა უპრეცედენტო რაოდენობაა დარეგისტრირებული, აბიტურიენტი გვყავს 41 000-ზე მეტი. პედაგოგები და პედაგოგობის მსურველები ამ პროცესს შემოუერთდებიან 6 ივლისიდან და მათთვის ეს პროცესი 22 ივლისს დასრულდება,"- აცხადებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფო გორგოძე.

დღის ამბები