15 ნოემბერი 2024,   12:48
ვრცლად
ქვეყანაში მსგავსი სცენარების განვითარებას პერსპექტივა არ აქვს - მიხეილ სარჯველაძე "სირცხვილიას" მიერ უკრაინასთან და სერბეთთან გავლებულ პარალელებზე

"სირცხვილიას" ორგანიზატორების მიერ, უკრაინის და სერბეთის მაგალითთან პარალელის გავლებას ეხმაურებიან "ქართულ ოცნებაში". უმრავლესობა თვლის, რომ ორგანიზატორები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ და მსგავსი სცენარების ქვეყანაში განვითარებას პერსპექტივა არ აქვს.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ორგანიზატორებმა სცადეს ხალხის კეთილსინდისიერ მუხტით დიდი ტალღა შეექმნათ, რომლის თავზეც აღმოჩნდებოდნენ, თუმცა ეს ვერ შეძლეს.

"შეეცადნენ, რომ საზოგადოება შეეყვანათ შეცდომაში, შესაბამისად გარკვეული კეთილსინდისიერი მუხტის გზით - დიდი ტალღა და ზვირთი შეექმნათ, რომლის ქიმზეც ისინი თვითონ აღმოჩნდებოდნენ და ამის მმართველები გახდებოდნენ. ეს ვერ შეძლეს. ასეთ დროს, გეგმა ბ-თი ამ ყველაფრის ჩანაცვლებაზეა ალბათ ფიქრი, თუმცა მე არ მგონია, რომ ამას რაიმე პერსპექტივით და სერიოზულად უნდა განიხილავდეს ის ხალხი, რომელიც განწყობილია დესტრუქციულად - ეს მათი პრობლემაა, იმიტომ რომ განხორციელების არანაირი პერსპექტივა არ აქვს, უბრალოდ, დღეს ასეთ სცენარებს, პარალელები მიდის, მაგალითად, უკრაინასთან, ან სერბეთთან," - აცხადებს სარჯველაძე.

დღის ამბები