15 ნოემბერი 2024,   12:26
ვრცლად
არანაირ მსხვერპლზე საუბარი არ არის, შოთას ეს არ უგულისხმია და იგულისხმა მშვიდობიანი აქციები - ნიკა ობოლაძე

რას გულისხმობდნენ აქციის ორგანიზატორები სერბეთისა და უკრაინის მაგალითებში და რაზე გადის ორგანიზატორების რეალური გეგმა. ნაციონალური მოძრაობა თვლის, რომ ორგანიზატორები არაძალადობრივ პროცესებს გულისხმობდნენ და ამბობენ, რომ ისინი ნებისმიერი სახის პროტესტში მონაწილეობას მიიღებენ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სტრატეგიული კომუნიკაციების მდივანი, ნიკა ობოლაძე აცხადებს, რომ პროტესტის დროს ყველა მშვიდობიანი და ქმედითი მეთოდი უნდა იყოს გამოყენებული, რა სახელიც არ უნდა ერქვას ამას.

"არანაირ მსხვერპლზე საუბარი არ არის, დარწმუნებული ვარ არც შოთას ეს არ უგულისხმია და იგულისხმა მშვიდობიანი აქციები. რაც შეეხება მშვიდობიან აქციებს, მშვიდობიანი აქციების ფარგლებში, ყველა მეთოდი მკაცრი და ქმედითი მეთოდი რაც იქნება, რაც არ უნდა ერქვას ამას, თუ ეს იქნება მშვიდობიანი და ქმედითი, უნდა იყოს გამოყენებული - რა სახელიც არ უნდა ერქვას ამას," - ამბობს ობოლაძე.

დღის ამბები