15 ნოემბერი 2024,   12:47
ვრცლად
დროა არასამთავრობო სექტორმა, ვინც გადაწყვიტა, რომ პოლიტიკური პროცესები წარმართოს, დარეგისტრირდნენ - გურამ მაჭარაშვილი

"არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი პოლიტიკურ პარტიებად იქცა" - პარლამენტის თავმჯდომარის ამ მოსაზრებას მმართველი გუნდი სრულად იზიარებს.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ როდესაც არასამთავრობო სექტორი პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობს, თავისი შინაარსით ეწინააღმდეგება არასამთავრობო ორგანიზაციის პრინციპებს.

"დროა კი, რომ არასამთავრობო სექტორმა, ვინც გადაწყვიტა, რომ პოლიტიკური პროცესები წარმართოს, დარეგისტრირდნენ, თუმცა ეს მათი საქმეა. ნამდვილად არ შეიცვლებიან ისინი არც შინაარსობრივად და არც ფორმალურად საზოგადოების თვალში, არასამთავრობო სექტორი, რომელიც პრაქტიკულად, განსაკუთრებით ბოლო კვირების განმავლობაში გახდა პოლიტიკური ძალა, იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როდესაც არასამთავრობო სექტორი პოლიტიკურ პროცესებში იღებს მონაწილეობას და ამას აორგანიზებს, პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს, ხელისუფლების წალეკვით იმუქრება, ალტერნატიული მთავრობის ჩამოყალიბება უნდა და ა.შ. რა თქმა უნდა, თავისი შინაარსით ეწინააღმდეგება არასამთავრობო ორგანიზაციის პრინციპებს," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

დღის ამბები