26 აპრილი 2024,   18:47
ვრცლად
დარჩება თუ არა მოლდოვა გაზის გარეშე - ნატალია გავრილიცას განცხადებით, მოსახლეობა რთული ზამთრისთვის უნდა მოემზადოს

მოლდოვას გაზისა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩენის საფრთხე ემუქრება. მედიის ინფორმაციით, კიშინოვი რუსული წყაროებიდან ალტერნატიულ გზებზე გადასასვლელად შეთანხმებას დროულად ვერ მიაღწევს.

მოლდოვის პრემიერ-მინისტრის, ნატალია გავრილიცას თქმით, ქვეყანა გაზის მაღალი გადასახადების გამო რთული ზამთრისთვის უნდა მოემზადოს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მოლდოვა ელექტროენერგიის გარეშე შესაძლოა ივლისში დარჩეს, რადგან ამ დროისთვის ქვეყნის ხელშეკრულება დნესტრისპირეთში მდებარე მოლდოვის სახელმწიფო ოლქის ელექტროსადგურიდან მთავრდება.

ჟურნალისტი ვალერი დემიდეცკი წერს, რომ მოლდოვის ხელისუფლება, სამწუხაროდ, თაგვის ხაფანგში აღმოჩნდა, ქვეყანა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია გაზსა და სხვა საქონელზე, ისევე, როგორც სერვისებზე მაღალი ფასების გამო.

"ეს ჩვენთვის ძალიან რთულია. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ. მსოფლიოში თითზე ჩამოსათვლელადაა ქვეყნები, რომლებიც საკუთარ გადაწყვეტილებებს თავად იღებენ და ჩვენ მათ შორის არ ვართ. მე მესმის ჩვენი ხელმძღვანელობის, რომელიც ამ გეოპოლიტიკური რესტრუქტურიზაციის შუაგულში აღმოჩნდა, განსაკუთრებით მეზობელ ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე. არ ვიცით რა იქნება ხვალ,"- წერს ჟურნალისტი.


დღის ამბები