03 მაისი 2024,   15:03
ვრცლად
ბრიტანეთის ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრებმა თანამდებობები დატოვეს

ბრიტანეთის ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრებმა თანამდებობები დატოვეს. მინისტრების პროტესტი "კონსერვატორების" პარტიის საპარლამენტო მდივნის მოადგილის წინააღმდეგ აგორებულ სექსუალურ სკანდალს ეხება, კრისტოფერ პინჩერს, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში სდებენ ბრალს. პინჩერმა ბოდიში მოიხადა და გადადგა.

ბოდიში მოიხადა ბორის ჯონსონმაც, ის წუხს რომ კრისტოფერ პინჩერი მთავრობაში მუშაობდა. თუმცა, როგორც ჩანს, ბოდიში მინისტრთა კაბინეტისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ჯანდაცვის უკვე ყოფილმა მინისტრმა საჯიდ ჯავიდმა განაცხადა, რომ მას არსებულ მინისტრთა კაბინეტში კეთილსინდისიერად მუშაობის გაგრძელება აღარ შეუძლია.

ბრიტანული პრესაში წერენ, რომ სკანდალის გამო, მინისტრების გადადგომის პროცესი თუ გაგრძელდება, შესაძლოა, ჯონსონმა პრემიერის პოსტი დაკარგოს. 

დღის ამბები