ევროპარლამენტარების მოწოდებების მიუხედავად, ოპოზიციის ნაწილი ისევ უარს ამბობს კონკრეტული პირობების დაკმაყოფილებამდე, ერთად იმუშაოს ხელისუფლებასთან ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე. ისინი აცხადებენ, რომ საკუთარ გეგმაზე მუშაობენ.
ოპოზიციის მეორე ნაწილი კი რეკომენდაციების შესასრულებლად ყველა ფორმატისთვის მზად არის.
"როდესაც გავიგეთ, რომ სამუშაო ჯგუფები იქმნებოდა, მე ფაქტობრივად ამაზე უფრო მნიშვნელოვანი ამ პარლამენტში არ მგონია რომ რამე იყოს, ვიდრე ამ 6 თვის განმავლობაშია. მიუხედავად იმისა, რომ შევხვდი კიდეც ჩემს კოლეგებს, რომელებიც არ იღებენ მონაწილეობას, ვერცერთი არგუმენტი ვერ მოვისმინე იმისათვის, რომ ახლა, ამ პროცესს გამოვუცხადო ბოიკოტი და ფაქტობრივად შენ გახდე ერთპიროვნულად პასუხისმგებელი ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტის - დეპოლარიზაციის ჩაგდებაზე და ამის პოტენცია აქვს ორივე მხარეს. რატომ უნდა გავაკეთოთ ეს ოპოზიციამ, მე არ მესმის," - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.