27 დეკემბერი 2024,   01:17
ვრცლად
სოსო გოგაშვილს პატიმრობა შეეფარდა

სოსო გოგაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ მიიღო. 

მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა ბრალდების მხარის შუამდგომლობა გაიზიარა, რომელიც პატიმრობას მოითხოვდა. დაცვის მხარე კი გოგაშვილის 50 000 - ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა იოსებ გოგაშვილი 16 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

დღის ამბები