29 აგვისტო 2026,   18:51
ვრცლად
საიდუმლო შეხვედრა სოსო გოგაშვილსა და გია ლორთქიფანიძეს შორის - როგორ აღმოჩნდა სასტუმრო "ხირსა" გოგაშვილის ოჯახის მფლობელობაში

რა მიზნით შედგა საიდუმლო შეხვედრა სოსო გოგაშვილსა და გია ლორთქიფანიძეს შორის 2018 წელს, რის მერეც სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის ნათესავის სახელზე სასტუმრო "ხირსა" გადააფორმეს. ეს არის ობიექტი, რომელიც სიღნაღის რაიონში მდებარეობს.

მოგვიანებით, 2021 წელს, სასტუმრო ნათესავმა სოსო გოგაშვილის შვილს გადაუფორმა. "კურიერის" ინფორმაციით, სუსის ყოფილმა მაღალჩინოსანმა კიევში საიდუმლო ინფორმაცია გაცვალა, რის სანაცვლოდაც უძრავი ქონება მიიღო.

სოსო გოგაშვილის შვილი "კურიერთან" ადასტურებს, რომ სასტუმრო მის საკუთრებაშია. იგივე დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერითაც. მანამდე "ხირსა" დავით კეზერაშვილის ბიზნესპარტნიორს ეკუთვნოდა.

სასტუმროს ერთ-ერთი ყოფილი მფლობელი და სოსო გოგაშვილის ნათესავ ბესიკ გაფრინდაშვილი ადასტურებს, რომ "ხირსა" 2018 წელს ბექა პაატაშვილისგან შეიძინა, რომელიც თავის მხრივ, დავით კეზერაშვილის ბინეზნესპარტნიორია.

გაფრინდაშვილი ამტკიცებს, რომ 60 კვადრატული მეტრის ფართის ბინა გაყიდა თბილისში, რის შემდეგაც მოახერხა სიღნაღში რამდენიმე სართულიანი შენობის შეძენა. მისი თქმით, ვერ მოახერხა სასტუმროს ამუშავება, რის შემდეგაც მთელი ფინანსური ვალდებულებებით ის სოსო გოგაშვილის ოჯახს გადააბარა.

"ეს ჩემი სასტუმრო იყო. უფრო სწორედ, შევიძინე შენობა, მქონდა მე თბილისში ბინა, საკმაოდ კარგ ადგილზე, რომელსაც შეველიე, გავყიდე. 60 კვადრატი ფართის იყო, მაგრამ ამ ბინას შეველიე და ეს აშენებული ნაგებობა ვიყიდე. დამეხმარნენ ჩემი ოჯახის წევრები, ასევე, მქონდა გარკვეული დანაზოგები, კრედიტიც მქონდა აღებული და ვაპირებდით რომ ეს საოჯახო ბიზნესად გვექცია.

სოსო გოგაშვილი არის ჩემი ძმა, ჩემი ოჯახი, ერთად გაზრდილები ვართ. მერე როცა მე ვეღარ შევძელი ამ ყველაფრის გაკეთება, უნდა გამეყიდა და სოსომ მითხრა, მე თვითონ გადავიბარებ ამ ყველაფერს, ამ ვალებს შენ ჩამოგაწერ და მე ავამუშავებო. ასე შევთანხმდით. შემდეგ სოსომ გადაიბარა," - განაცხადა ბესიკ გაფრინდაშვილმა. 

დღის ამბები