26 დეკემბერი 2024,   15:07
ვრცლად
არცერთ შეხვედრაზე არ მომხდარა არანაირი შანტაჟი ბიძინა ივანიშვილზე - კელი დეგნანი

ამერიკის ელჩისა და ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის შესაძლო შეხვედრასა და ომის თემასთან დაკავშირებით შესაძლო შანტაჟის შესახებ "ქართული ოცნების" ყოფილი წევრის მიხეილ ყაველაშვილის განცხადებას, დღეს კელი დეგნანმა უპასუხა:

"მე არ მიყვარს კომენტარის გაკეთება იმაზე, რაშიც საქმის კურსში არ ვარ, იმ ადამიანებისგან განსხვავებით, რომლებიც ჭორებზე დაფუძნებულ, უსაფუძვლო სპეკულაციურ განცხადებებს აკეთებენ. მინდა გითხრათ, რომ არ შევხვედრივარ ბიძინა ივანიშვილს საკმაოდ დიდი ხანია.

ჩემი საქართველოში ყოფნის პერიოდში, ყოველ ჯერზე, როცა მას ვხვდებოდი, ვაფიქსირებდი შეერთებული შტატების სრულ მხარდაჭერას და სურვილს საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობაზე, ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარებისთვის. არც ერთ შეხვედრაზე არ მომხდარა არანაირი შანტაჟი ბიძინა ივანიშვილზე. პარლამენტის წევრი, რომელიც ამაზე საუბრობს, მე მას არ ვიცნობ, არ ვიცი რატომ გააკეთა ასეთი განცხადება და დამადანაშაულა. ის არცერთ ასეთ შეხვედრას არ დასწრებია. საინტერესოა რატომ საუბრობს ის ამ საკითხზე და მადანაშაულებს," - განაცხადა კელი დეგნანმა.

დღის ამბები