15 ნოემბერი 2024,   11:49
ვრცლად
ელენე ხოშტარია ბიზნესმენებს და მოსახლეობას მოუწოდებს, უკრაინელები ქუჩაში არ დატოვონ და მაქსიმალურად დაეხმარონ

მერიამ უკრაინელი მოქალაქეების თავშესაფრითა და კვებით უზრუნველყოფის პროგრამა დაასრულა, "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ამ თემაზე ბრიფინგი გამართა.

ელენე ხოშტარიამ მოუწოდებს ბიზნესმენებს და მოსახლეობას მაქსიმალურად დაეხმარონ უკრაინიდან საქართველოში ჩამოსულ დევნილებს.

მისივე ინფორმაციით, გონიო-ქობულეთიდან 21, თბილისის სხვადასხვა სასტუმროდან კი - 30 ოჯახი უკვე გაიყვანეს.

"მინდა მივმართო ყველას, ეს არ არის აუტანელი ციფრი, ჩვენ შეგვიძლია, რომ ამას გავუმკლავდეთ. თითო თეთრი, თითო ბინა, თითო საკვები, ნებისმიერი რამ, ამ ადამიანებისთვის გვერდში დგომაა. მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, უკრაინელებს ქუჩებში არ დავტოვებთ, გადავანაწილებთ ოფისებში, სახლებში და ყველგან,"- აცხადებს "დროას" ლიდერი. 

დღის ამბები