15 ნოემბერი 2024,   11:43
ვრცლად
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სააკაშვილი იყოს გადაყვანილი ნორმალურ გარემოში,მხოლოდ ამის შემდეგ დავუბრუნდებით ამ საკითხს - დოლიძე ექსპრეზიდენტის პოლიტიკიდან წასვლაზე

მიდის თუ არა მიხეილ სააკაშვილი ქართული პოლიტიკიდან, რას ამბობენ "ნაციონალურ მოძრაობაში" და რა მოლოდინი აქვთ თანაპარტიელებს. 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბაჩო დოლიძე აცხადებს, რომ როდესაც საქმე ექს პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება პოლიტიკა მეათე ხარისხოვანია

"მეათე ხარისხოვანია პოლიტიკური კონტექსტი, როცა საქმე ეხება ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ეს არა მხოლოდ პარტიის საზრუნავია, მე ვფიქრობ, ყველა ადამიანის პოზიცია იგივეა, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი არ უნდა გვყავდეს ციხეში. შესაბამისად, მთავარი ფოკუსი არ უნდა დაიკარგოს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ის იყოს გადაყვანილი ნორმალურ გარემოში, სადაც შეძლებენ მის რეაბილიტაციას. მხოლოდ ამის შემდეგ ჩვენ დავუბრუნდებით ამ საკითხს და მასაც ექნება პოზიცია ამასთან დაკავშირებით. თუმცა, დღეს მთავარია მისი გადაყვანა, მისი ჯანმრთელობის შენარჩუნება,"- აცხადებს დოლიძე. 

სააკაშვილის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ყოფილი პრეზიდენტი ქართულ პოლიტიკას ტოვებს. 

დღის ამბები