15 ნოემბერი 2024,   11:20
ვრცლად
მიიღებს თუ არა სააკაშვილი პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებას, ამას არც პოლიტიკურ და არც სამართლებრივ დღის წესრიგზე გავლენა არ ექნება - სარჯველაძე

მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებას, "ქართულ ოცნებაში" სკეპტიკურად უყურებენ და აცხადებენ, რომ შესაძლოა ეს კიდევ ერთი სტრატეგია იყოს.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ვერცერთი გადაწყვეტილება ქართული პოლიტიკის დღის წესრიგზე გავლენას ვერ მოახდენს. 

"აქ ჩვენ ვხედავთ, რომ თვითონ სააკაშვილის თანაგუნდელები გამოთქვამენ სერიოზულ ეჭვს და ვარაუდებს, რომ ეს არის გარკვეული დაცვის სტრატეგია და არა ის, რომ ეს ადამიანი რეალურად აპირებს, რომ ქართულ პოლიტიკას ერთხელ და სამუდამოდ ჩამოშორდეს. 

როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა იყოს, ეს გადაწყვეტილება ვერანაირად ვერ იმოქმედებს იმაზე, რომ ამ ადამიანის მიმართ გამოტანილი არის კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება, განაჩენი, რომლითაც მას აქვს განსაზღვრული კონკრეტული ვადიანი თავისუფლების აღკვეთა. მოსწონს ეს მას თუ არა, მოსწონთ ეს მის მხარდამჭერთა მცირე ჯგუფს თუ არა და რიგ დასავლელ მხარდამჭერებს, რომლებიც, დღემდე ცდილობენ, რამდენიმე ადამიანი, რომ მისი ინტერესების ლობირება მოახდინონ დასავლეთში, სასჯელი უნდა აღსრულდეს,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი მიქანაძე.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე კი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება პოლიტიკურ დღის წესრიგზე გავლენას ვერ მოახდენს. 

"როგორიც არ უნდა იყოს სიმართლე და რომელიც არ უნდა აღმოჩნდეს მართალი, ამ შემთხვევაში, ადვოკატების განცხადება თუ პარტიის წევრების განცხადებები, ეს თვისობრივად არაფერს შეცვლის, თუმცა გარკვეული გაუგებრობები და შეუთანხმებლობა რომ არსებობს, ეს სასიამოვნო სანახავი, ალბათ, მათი ამომრჩევლისთვის, არ უნდა იყოს. დამაჯერებელი იქნება თუ არა ეს განცხადება, ან რეალური იქნება თუ არა, ამას არც პოლიტიკურ და არც სამართლებრივ დღის წესრიგზე გავლენა არ ექნება,"- აცხადებს სარჯველაძე. 

დღის ამბები