15 ნოემბერი 2024,   11:25
ვრცლად
"აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მისამართით ორგანიზებული შეტევა მიმდინარეობს" - ქალი დეპუტატები ერთობილ განცხადებას ავრცელებენ​

დეპუტატები თეონა აქუბარდია, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია, ანა ნაცვლიშვილი და ანა ბუჩუკური, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. კანონმდებლების შეფასებით, აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მისამართით ორგანიზებული შეტევა მიმდინარეობს და დეზინფორმაციული ნარატივის მიზანია, ჩამოაყალიბოს აზრი, თითქოს ამერიკას საქართველოს რუსეთთან ომში ჩართვა სურს.

დეპუტატები პროცესს საფრთხის შემცველს უწოდებენ და მოუწოდებენ მთავრობას, დეზინფორმაციულ კამპანიაზე დროული და ადეკვატური რეაქცია ჰქონდეს.

"განცხადების მიზანი იყო, ერთი მხრივ მოგვეყვანა 9 არგუმენტი იმისა, თუ რატომ არის რუსული დეზინფორმაცია, თითქოს ამერიკას საქართველოს რუსეთთან ომში ჩართვა სურს, ისევე, როგორც მოგვეწოდებინა მთავრობისთვის, რომლის პირდაპირი ვალდებულებაა დაუპირისპირდეს ამ დეზინფორმაციულ კამპანიას შესაბამისი გზებით,"- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფის” წევრი თეონა აქუბარდია.

ერთობლივ წერილს მმართველ გუნდში უკვე უპასუხეს და აღნიშნეს, რომ საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანია სწორედ "რადიკალური ოპოზიციური" ჯგუფების მხრიდან მიმდინარეობს. 

"საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანია სწორედ რადიკალური და მარგინალური ოპოზიციური ჯგუფების მხრიდან მიმდინარეობს. ეს კამპანია კი მას შემდეგ განსაკუთრებით გამძაფრდა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ეს კი თავისი ხასიათით არა ევროპული, არამედ წმინდა რუსული ჰიბრიდული ძალის ნაწილია,"- განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილმა. 

დღის ამბები