პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ევროკომისიის 12 პუნქტთან დაკავშირებით მმართველი გუნდის მიზანია სამუშაო პროცესი ინკლუზიური და გამჭვირვალე იყოს.
ოხანაშვილი გამოეხმაურა, ასევე, ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც სამუშაო პროცესში არ ერთვება.
"ჩვენი პასუხისმგებლობაა რომ პროცესი იყოს ინკლუზიური, გამჭვირვალე და დაიდოს კონკრეტული შედეგი. ჩვენ ამ მიზნით ვაკეთებთ ყველაფერს. რა თქმა უნდა, კარგია, როდესაც ცალკეული ოპოზიციური პარტიები იღებენ მონაწილეობას პროცესში. რაც შეეხება იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც ალტერნატიულ მექანიზმებს ქმნიან, ეს მექანიზმები არის რეგლამენტის საწინააღმდეგო პროცედურით თითქოს დაფუძნებული. არ არსებობს არავითარი ჩარჩო, კანონი, რომელიც მათ ამის უფლებას მისცემს," - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.