"ენმ-ის" წევრი ნუგზარ წიკლაური აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია.
"სააკაშვილი არის წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, იმ ტოტალიტარული ხელისუფლების მიერ, რომელიც დღეს მართავს ქვეყანას. თუ მისი სიცოცხლის გადარჩენა ითხოვს მისი ხელისუფლებიდან წასვლას, მე მზად ვარ, რომ ავირჩიო სააკაშვილის გადარჩენა. ეს არის 2-3 დღის ინფორმაცია, დღევანდელი დღიდან გაიხსნება ნახვების შესაძლებლობა და ჩვენი წარმომადგენლები გაარკვევენ ამ ინფორმაციას,"- აცხადებს წიკლაური.
მიხეილ სააკაშვილი დღეს გრიგოლ ვაშაძემ მოინახულა.
"არასოდეს მისაუბრია სააკაშვილთან რამე ისეთი, რომ ეთქვა, "გია გადი ახლა და ჟურნალისტებს მოუყევიო". საქართველოს ისტორიაში ამ ამბით დაიხურება უმნიშვნელოვანესი თავი,"- განაცხადა ვაშაძემ"ვივა მედში" შესვლამდე.