საქართველომ, რომლმაც დაკარგა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, ასევე მოლოდოვამ - დნესტრისპირეთი - მათ უნდა მიბაძონ უკრაინას რუსეთის გასატეხად. ამის შესახებ უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა განაცხადა. ალექსეი დანილოვის თქმით, თუ საქართველო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს საკუთარ ტერიტორიებად მიიჩნევს, შეუძლია, საკუთარი მიწები დაიცვას.
"დღესაც ვთვლი, რომ თუ საქართველო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებს საკუთარ ტერიტორიებად მიიჩნევს, შეუძლია, საკუთარი მიწები დაიცვას. ასევე, სხვა ქვეყნებმა. თუ ფიქრობთ, რომ ეს თქვენი მიწებია, მოგვბაძეთ და იმოქმედეთ ისე, როგორც ვმოქმედებთ ჩვენ. შთაბეჭდილება იქმნება, რომ ისინი მხოლოდ იცდიან.
დღეს ძალიან ბევრ ქვეყანას აქვს ჩვენი დიდი იმედი. ჩვენი გამარჯვების შემდეგ ისინი წაიღებენ რუსეთის ტერიტორიებს და დაიბრუნებენ იმას, რაც რუსეთმა მათ წაართვა," - განაცხადა დანილოვმა.