"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სამუშია ე.წ "მოსმენების საქმეში" მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დაზარალებულად ცნობას ითხოვს. მან დოკუმენტაცია დღეს თბილისის პროკურატურაში ჩააბარა.
სამუშიას განცხადებით, "ლელოს" ლიდერების მიმართ უკანონო მოსმენები ხორციელდებოდა, რასთან დაკავშირებითაც ისინი პროკურატურაშიც გამოიკითხნენ, თუმცა დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ მიუღიათ.