15 ნოემბერი 2024,   11:30
ვრცლად
იტალიური კომპანია, რომელსაც ოლიმპიადისთვის ხელოვნური გათოვლიანების სისტემა უნდა დაემონტაჟებინა, სახელმწიფოს უჩივის - რა განმარტება გააკეთა საკითხზე ეკონომიკის მინისტრმა

იტალიური კომპანია, რომელსაც ოლიმპიადისთვის ბაკურიანში ხელოვნური გათოვლიანების სისტემა უნდა დაემონტაჟებინა, სახელმწიფოს უჩივის. სარჩელს საქალაქო სასამართლოში დღეს ადვოკატი კახა კოჟორიძე შეიტანს. კოჟორიძე საუბრობს სავარაუდო კორუფციულ სქემაზე.

მისი განცხადებით, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, სახელმწიფომ უფრო მაღალ ფასად ხელშეკრულება კომპანია ”ტექნო ალპინთან” გააფორმა და იტალიური კომპანია პროცესს გამოეთიშა.

დღეს ამ საკითხზე განმარტება ეკონომიკის მინისტრმა გააკეთა, ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ ბრალდებები უსაფუძვლოა.

ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, შესყიდვის პროცესი გამჭვირვალე იყო და კომპანია კონკურსის წესით, ობიექტურად შეირჩა.

"მინდა ვთქვა, რომ ეს ძალიან თავხედური ბრალდებაა. კომპანიას შეუძლია გამოიყენოს ყველა იურიდიული მექანიზმი, რომელიც არსებობს იმისათვის, რომ იდაოს. შესყიდვების პროცესი მთის კურორტების სააგენტომ ჩაატარა ქართული შესყიდვების კანონის სრული შესაბამისობით. დღეს გამოვლენილი კომპანია არის მსოფლიოში ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე და იმედი მაქვს, რომ პროცესი წარმატებით განხორციელდება და საქართველო წარმატებით მოახერხებს მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობას,"- აცხადებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი.

დღის ამბები