"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" კვლევას აქვეყნებს. "საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე" ასეთია ამ კვლევის სათაური. ავტორების განცხადებით, 2022 წლის იანვრიდან ივნისამდე საქართველოში 240 ათასი რუსი ტურისტი შემოვიდა. რაც წინა წლებთან შედარებით გაზრდილი მაჩვენებელია.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველში შეიქმნა ერთგვარი ტრენდი თითქოს საქართველო რუსეთზე დამოკიდებულია.
"სამწუხაროდ ესეც ნაწილია იმ კამპანისა, რომელიც ცდილობს წარმოსახოს, თითქოს არის გარკვეული ტრენდი, რომ საქართველო რუსეთზე დამოკიდებულია, საქართველო დასავლეთს სჭირდება. ვიცით, რომ არაფერი არ შეცვლილა არც რაოდენობებში შემოსვლის კუთხით, არც ვიზასთან დაკავშირებით, არაფერი არ შეცვლილა,"-აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
როგორც ეკა გიგაურმა აღნიშნა, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოში 6 ათას 400-მდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა, რაც 2021 წლის მაჩვენებელზე 7-ჯერ მეტია. კვლევის მიხედვით, დარეგისტრირებულ კომპანიების 93% ინდივიდუალური საწარმოა, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთის მოქალაქეების ნაწილი საქართველოში ბიზნესის საკეთებლად გადმოვიდა.