15 ნოემბერი 2024,   11:18
ვრცლად
თავად ეს ადამიანები წარმოადგენენ საფრთხეს - პაატა მანჯგალაძე "ოცნებიდან" წასულ დეპუტატებზე

"ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატების გადაწყვეტილებას ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ეხმაურებიან. ოპოზიცია აცხადებს, რომ ეს ანტიდასავლური კამპანიის გაგრძელებაა.

"ეს ემსახურება საქართველოში ანტიდასავლური რიტორიკის გაგრძელებას. მათ განაცხადეს, რომ იწყებენ მოძრაობას, რათა საზოგადოების ინფორმირება მოახდინონ მოახლოებული საფრთხეების შესახებ. მე პირდაპირ შემიძლია ვუთხრა მოქალაქეებს, რომ თავად ეს ადამიანები წარმოადგენენ საფრთხეს. ამათმა საფრთხეების შესახებ რა ინფორმირება უნდა გააკეთონ საზოგადოების," - განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა პაატა მანჯგალაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობა კი ამბობს, რომ კითხვები არ არსებობს და მათი გუნდის ყოფილმა წევრებმა საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია უკვე მიაწოდეს.

"მათ მიაჩნიათ, რომ გაცილებით მეტი უნდა ითქვას, ვიდრე ჩვენ ვსაუბრობთ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ასე არ არის და შესაბამისად, ჩვენი გზები სწორედ ამიტომ გაიყო მხოლოდ და მხოლოდ. დიდ პატივს ვცემ ყველა მათგანს, ჩვენი თანაგუნდელები იყვნენ და ზოგიერთ ჩვენგანზე გაცილებით მეტი დამსახურება აქვთ თუნდაც "ქართული ოცნების" წინაშე. სხვანაირად სიტყვა არ მოგვიბრუნდება არავის. ერთადერთი განსხვავება იყო და ამ განსხვავების გამო, მათ ეს გზა აირჩიეს," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

დღის ამბები